დატკბით რაჭის განუმეორებელი ბუნებით და კავკასიონის ხედით ჩვენი სახლიდან. დაისვენეთ თბილ, ლამაზ, და კომფორტულ გარემოში თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
დატკბით რაჭის განუმეორებელი ბუნებით და კავკასიონის ხედით ჩვენი სახლიდან. დაისვენეთ თბილ, ლამაზ, და კომფორტულ გარემოში თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ჩვენს კოტეჯებში თქვენ დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი და სიყვარულით სავსე გარემო.
ქედი კოტეჯები მდებარეობს სოფელ უწერის ერთ-ერთ ულამაზეს და მშვიდ ადგილას. სახელი ქედი სწორედაც რომ მის ადგილმდებარეობას და მის წინ მდგარ ულამაზეს ბროლის ქედს უკავშირდება. ქედის კოტეჯებში ყველაფერია თქვენი მშვიდი და ჰარმონიული დასვენებისათვის, აქ დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა. ულამაზესი ხედები ბროლის და კავკასიონის ქედებზე, მშვიდი და გამწვანებული გარემო რაც თქვენს დასვენებას და მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან გატარებულ თითოეულ წუთს კიდევ უფრო სასიამოვნოს და განუმორებელს გახდის. კურორტ უწერის ულამაზეს ბუნებას და ხედებს გულგრილი არ დაუტოვებია ჩვენი დამსვენებელი. ცოტა რამ კურორ უწერის შესახებ: მთის ბალნეო-კლიმატური კურორტი უწერა ზემო რაჭაში, ონიდან 10 თბილისიდან კი 230კმ-ში მდებარეობს. იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5 °C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C). სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის) და საშარდე სისტემის დაავადებები.ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი. მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარე რიონის ხეობა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და სამი ტიპის მინერალური წყალი: ნახშირმჟავა, რკინიანი, ბორიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის) და საშარდე სისტემის, ზედა სასუნთქი გზებისა და გინეკოლოგიური დაავადებები, სისხლნაკლებობა, სუნთქვის უკმარისობის პირველი ხარისხის ან მის გარეშე მიმდინარე მსუბუქი ბრონქული ასთმა. სოფლის სახელის წარმოშობა დიდ ქართველ მეფეს, თამარს უკავშირდება: თურმე თამარი თავისი ამალით სამეფოში მოგზაურობდა. რაჭაში ასულს უწერაში შეუვლია და მისი სილამაზით მოხიბლულს უთქვამს: რა აღუწერელი სილამაზეაო. როგორც ამბობენ, `აღუწერელმა~ დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა და `უწერა~ შემორჩა. სოფელს თავს დაჰყურებს დედაკვინი, იგივე ბროლის მთა, სადაც კრისტალური მთის ბროლის ნატეხები მოიპოვება. უწერაში მიწის ზედაპირზე 28 სახის ბუნებრივი მინერალური წყალი ამოდის. დღეს უწერის მინერალური წყლები გამოიყენება როგორც სასმელად, ისე აბაზანებისთვის. სამკურნალო ეფექტი აქვს კურორტის ულამაზეს წიწვოვან ნაძვნარსა და შერეულ (ნაძვი, სოჭი, მუხა, წიფელი, რცხილა, წაბლი და სხვ.) ტყეებს.
თბილისიდან სულ რაღაც 7 კმ ში! ჩვენთან გელოდებათ დახვეწილი ინტერიერი, კომფორტული გარემო და განსაცვიფრებელი ხედები მთებზე! კოტეჯში ყველანაირი კომფორტია შექმნილი როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი დასვენებისთვის. თუ გინდა გაექცე ქალაქის ქაოსს განტვირთო სიმშვიდეში და ისუნთქო სუფთა ჰაერი თბილისიდან ძალიან ახლოს გელოდებით!
გაატარე დაუვიწყარი დღეები ჩვენთან 🤩🤩 შეაგროვე მოგონებები მეგობრებთან ან ოჯახისწევრებთან ერთად
გაატარეთ დასვენების დღეები ულამაზეს ბუნებაში, წინანდალში🌲 შატო ალექსანდროულში❤️ ადგილზე დაგხვდებათ 📍სხვადასხვა დასასხდომი ადგილები გაფორმებული ძველი ტრადიციული დეტალებით. 📍 განთავსებული 3 ბუხარი 2 შიდა ტერიტორიაზე და 1 გარე სივრცეში ასევე დაგხვდებათ მაყალი. 📍განათებული და გაფორმებული ეზო სადაც გადაიღებთ ულამაზეს ფოტოებს. 📍 გაქვთ შესაძლებლობა იქირაოთ მთლიანი ტერიტორია და გქონდეთ დახურული ღონისძიება ან რაიმე აღსანიშნავი დღე, წვეულება და ა.შ დაგვიკავშრდით ნომერზე 579 02 02 28 / 568615522 ასევე მოქმედებს აქცია მთლიანი ტერიტორიის აღების შემთხვევაში
დუმბო ეკო ქემფი არ არის უბრალოდ საბანაკე ზონა, ეს ის ადგილია სადაც ადამიანებს საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვა შეუძლია, ადგილი სადაც სხვადასხვა კულტურის, სქესის, რელიგიის ადამიანები იკრიბებიან და საერთო ენერგიას ქმნიან.Დუმბო ეკო ქემფი არ არის უბრალოდ საბანაკე ზონა, ეს ის ადგილია სადაც ადამიანებს საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვა შეუძლია, ადგილი სადაც სხვადასხვა კულტურის, სქესის, რელიგიის ადამიანები იკრიბებიან და საერთო ენერგიას ქმნიან.
კახეთი კავკასიონით გარშემორტყმული "კურორტი ლაგოდეხი ნაკრძალი" დაცული ტერიტორიების გვერდითა შესასვლელთან მდებარეობს, სოფელ გურგენიანსა და ხიზაბავრასთან. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, გრილ ბარი, 2 აუზი და დაცული ავტოსადგომი.
ოჯახთან ერთად გატარებული ყოველი წამი ბედნიერებაა, დაისვენე ბაკურიანში. სიმყუდროვე სიმშვიდე და კომფორტი ის, რაც ბაკურიანში გელის.
Mestia Villas აერთიანებს სამ კოტეჯს. მას ერთდროულად შეუძლია 15 სტუმრის მიღება. კოტეჯებთან ფუნქციონირებს რესტორანი, რომელიც ტრადიციულ ქართულ კერძებს ამზადებს. თუ სტუმარს სურს კვება, ან მიირთმევს რესტორანში, ან მოთხოვნისამებრ, შესაძლებელია ვახშამი შეუკვეთოს კოტეჯში.
“არაგვისპირის მარანი” - მცხეთა- მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში მდებარე გასტრონომიული სივრცეა, რომელიც ერთდროულად საოჯახო სასტუმროსა და სამზარეულოს აერთიანებს. „არაგვისპირის მარანი“ ერთ სივრცეში მოქცეული პატარა საქართველოა, სადაც ჩვენი ქვეყნის ყველა უპირატესობა, სიკეთე და მადლია ჩატეული. Აქ მასპინძლებთან ერთად, ისტორიის გამზიარებელი თავად ღვინო და გასტრონომიაა, რომელიც წინასწარ დიდი სიფრთხილითა და რუდუნებითაა შერჩეული. Თავად გამწვანებული მოსასვენებელი გარემოც სტუმრებზეა მორგებული, მათ სიმშვიდესა და სრულ იდელიაში ყოფნას უზრუნველჰყოფს. თითოეული კერძი, ღვინო, მასტერკლასები და ტურები, რასაც მასპინძლები დამსვენებლებს სთავაზობენ, მთავარ იდეას იმეორებს და ქართული ტრადიციების თანამედროვე ხედვას წარმოადგენს. „არაგვისპირის მარნის“ მისია სწორედ ეს არის - ყველა სტუმარს სულ სხვა თვალით გააცნოს, დაამახსოვროს და შეაყვაროს საქართველო! Აქაურობის მთავარი ხიბლიც ხომ იმ ემოციებში, შეგრძნებებსა და განცდებშია, Რომელსაც ყველა დამსვენებელში ტოვებს.
სასტუმრო "სვიანა რეზორტი" - იდეალური ლოკაციაა კახეთში განტვირთვისა და დასვენებისთვის. ჩვენთან გელით ულამაზესი ბუნება, მზიანი დღეები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები. ჩვენ გთავაზობთ სტანდარტული ტიპის ნომრებს და ასევე კოტეჯებს. ერთ კოტეჯში განთავსება შეუძლია ოთხ ადამიანს, და არის ორი დამოუკიდებელი საძინებელი, კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და შესაძლებლობა გაქვთ თავად მოამზადოთ სასურველი კერძები. კომპლექსი მოიცავს, როგორც კახურ ასევე ევროპულ რესტორანს. სასტუმროს ტერიტორიაზე დაგხვდებათ ორი აუზი, ზრდასრული ადამიანებისთვის და ასევე ბავშვებისთვის. ორივე აუზს აქვს გათბობის სისტემა. ჩვენი სასტუმრო ასევე გთავაზობთ საკონფერენციო დარბაზს ყველა საჭირო ინვენტარით, სპას და საუნას.
კოტეჯი GALILEO მდებარეობს აბასთუმანში, სამანქანო გზიდან ფეხით 5-10 წუთის სავალზე, ტყეში. თითოეული კოტეჯი არის 100 კვ.მ. მეტი და მოიცავს: 4 სტუმარზე გათვლილ 2 საძინებელს, სტუდიოს ტიპის მისაღებს და სამზარეულოს. ტერასას ულამაზესი ხედებით და ღამის ცით (შეგიძლიათ ისარგებლოთ ტელესკოპის მომსახურებით). ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ პროდუქტის და საკვების ადგილზე მიტანის სერვისით. კვირა-ხუთშაბათის ჩათვლით ერთი დღე 500 ლარი; პარასკევი-შაბათის ჩათვლით ერთი დღე 700 ლარი; დაისვენე ჟანგბადით გაჯერებულ ტყის წიაღში, დაივიწყე ქალაქის ხმაური და მოუსმინე ბუნებას.
ქოხი სიონში გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ულამაზეს ხედებს სიონის ტბაზე და ტყეზე, სუფთა ჰაერს და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ჩვენთან შეგიძლიათ დაისვენოთ ოჯახთან ერთად აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი დაბადების დღე,ნიშნობა ან უბრალოდ გაატაროთ რომანტიული საღამო ტერასაზე ჭიქა ღვინით ხელში საყვარელ ადამიანთან ერთად. კოტეჯში დაგხვდებათ ორადგილიანი დიდი საწოლი, ერთადგილიანი გასაშლელი საწოლი,გაზი,ელექტრო ენერგია, გამათბობელი კარმა. ინდივიდუალური სველი წერტილები,თმის საშრობი, პირსახოცი, თეთრეული, ჰიგიენური ნივთები. ცხელი და ცივი წყალი, სამზარეულო კუთხე - მაცივარი, პატარა გაზქურა, ტოსტერი, ელექტრო მადუღარა და ყველა საჭირო ინვენტარი. კოტეჯში დამატებით დაგხვდებათ ყავა, ჩაი, შაქარი, მარილი, ზეთი და ტკბილეული. გარე ინფრასტრუქტურა იზოლირებულია, ტერასა,ფანჩატური, კოცონის სივრცე,პარკინგი. კოტეჯი გათვალისწინებულია 3 პერსონაზე. მეტი რაოდენობით განთავსების შემთხვევაში მოქმედებს ინდივიდუალური ტარიფი . კოტეჯის გაქირავების დღიური ღირებულებაა 180-260ლარი (ფასი დამოკიდებულია სეზონზე და დღეების რაოდენობაზე )
ჩვენი კოტეჯები ზოოლოგიური პარკის შუაშია, ცხვარიჭამიაში. ეს არის თავშესაფარი დათვების, მგლებისა და ძაღლებისთვის. ვოლიერები უშუალოდ ჩვენი ბაღის გვერდით მდებარეობს, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ცხოველებს მთელი დღის განმავლობაში.
ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან აშენებული კოტეჯები. კომპლექსში შედის სამი იდენტური კეთილმოწყობილი კოტეჯი და საერთო სივრცე- ფაცხა 15 პერსონაზე. თითოეული კოტეჯი განკუთვნილია ორ ან სამ პერსონაზე, შეიცავს საძინებელსა და სტუდიოს ტიპის სასტუმრო ოთახს, აბაზანასა და აივანს.
სერი აჭარაში, კოკოტაურის ერთ-ერთ სერზე მდებარე რამდენიმე სახლს აერთიანებს. სერზე ამოსული, თავს მაღალი ქედის ციცაბო კიდეზე, ხშირი და სურნელოვანი ნაძვნარით გარშემორტყმულ გარემოში აღმოაჩენთ. ხის პანორამულ საცხოვრებელთან ერთად, თქვენი დროის სასიამოვნოდ გატარებას ტყის ჯანსაღი ჰაერი, მთის სანახები და სხვა მრავალი საინტერესო მოულოდნელობა განაპირობებს.
წელიწადის ოთხივე სეზონი ჩვენთან გამორჩეულად ლამაზია, დაისვენე, გაატარე საუკეთესო დღეები და დატკბი ულამაზესი ხედებით ყურო კოტეჯებში.
გაატარე სასიამოვნო დრო მეგობრებთან ერთად 6 პერსონაზე გათვლილ კოტეჯში - ფელუმერ.
////////// filter rooms by free date range