სულ: მოიძებნა 155 შეთავაზება

თარიღი

ქალაქი

რეგიონი

ვარსკვლავების რაოდენობა

მომხმარებელთა შეფასება

უძრავი ქონების ტიპი

სტუმართა რაოდენობა
ოთახების რაოდენობა

საძინებლის რაოდენობა
სველი წერტილი

ოთახის პირობები

სასტუმროს / სახლის პირობები

ბიუჯეტი ლარში
100 850

კოტეჯი

ეკო სოფელი ტყეში

300 / ერთი ღამე

ლაგოდეხი, კახეთი, სოფელი გურგენიანი, 2708

კოტეჯი - აღწერილობა

ეკო სოფელი ტყეში, ველურ ბუნებაში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ჩვენთან მოსვლა სოფელ გურგენიანის მხრიდან შეგიძლიათ. ადგილზე განთავსებულია 10 ულამაზესი ეკო კოტეჯი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია 30 დამსვენებლის განთავსება. სპა - ცხელი ჯაკუზი,ფინური და ორთქლის საუნები თქვენს დასვენებას დაუვიწყარ მოგონებებად აქცევს! რესტორანი უგემრიელეს, ნატურალურ, სახლურად დამზადებულ კერძებს გთავაზობთ. ეკოლოგიურად სუფთა სოფელი, საუკეთესო გამოსავალია ბუნების წიაღში განსატვირთად. ეს არის ადგილი, სადაც თქვენს თვალწინ იშლება ნინოსხევის ულამაზესი ხედები და აღმოჩნდებით წიფლისა და რცხილას ტყეში, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. გვესტუმრე, შეიგრძენი ველური ბუნების თავისებურებები! აღმოაჩინე ლაგოდეხი!

არჩევა

სასტუმრო

შატო დავითიანი

300 / ერთი ღამე

ყვარელი, კახეთი, სოფელი შილდა, 4811

სასტუმრო - აღწერილობა

შატო დავითიანი მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, გუნაშაურის ველზე. მისი უნიკალურობა მდგომარეობს მის არქიტექტურასა და მდებარეობაში. სასტუმრო გარშემორტყმულია ვენახით, რომელიც ქმნის დაუვიწყარ ხედს თქვენი ოთახის აივნიდან. არაჩვეულებრივი ხედი ერწყმის კავკასიონის მთების ფონს და ალაზნის ველის ლანდშაფტს. შემოგარენი გაჯერებულია მოცულობითი თავისუფალი სივრცის კონტრასტით და საქართველოსთვის დამახასიათებელი ველური ბუნებით. სასტუმრო ყურადღებას იპყრობს თავისი ეთნიკური სტილით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მოგზაურობას ძველ საქართველოში. შატო დავითიანის არქიტექტურა შედგება ორიგინალური კოშკებისგან, რომლებიც ძველ ქართულ აივნებსა და ტერასებთან ერთად კარგად ერწყმის ლანდშაფტს და ტრადიციულ ექსტერიერს. შენობა შედგება სასტუმროს ნომრებისგან, ტერასებისგან, რესტორნისა და მარნისგან. ჩვენი სამზარეულო წარმოდგენილია ქართული და ევროპული კერძების მდიდარი არჩევანით, რომელიც უფრო ფართოდ გაგაცნობთ ქართულ კულტურას. ჩვენს მარანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ ადგილწარმოშობის ღვინო, რომელიც მზადდება ქინძმარაულის მკაფიოდ განსაზღვრული მიკროზონის ყურძნისაგან, ქართული მეღვინეობის ტრადიციებით; როგორც კლასიკური, ასევე ქვევრის მეთოდებით. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ჯიშური თვისებების მქონე ღვინო: საფერავი, ქინძმარაული, რქაწითელი და კახური მწვანე. სტუმრებს ასევე ხელმისაწვდომია ქართული ღვინის დამზადების მასტერკლასები და მინი ტური შატო დავითიანის ღვინის ქარხანაში. სასტუმროს ტერიტორიაზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ რეკრეაციული სივრცით, რომელიც წარმოდგენილია მუხნარით, საცურაო აუზით, ბარითა და ტრადიციული სამზარეულოს კუთხით (თონე, შუაცეცხლი, მწვადი). შატო დავითიანი გელოდებათ და გპირდებათ დაუვიწყარ დღეებს!

არჩევა

კოტეჯი

ალაგი

500 / ერთი ღამე

დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი, ბაზალეთის ტბა

არჩევა

ქოხი

არაგვი ჰათი

290 / ერთი ღამე

დუშეთი, მცხეთა-მთიანეთი, სოფელი არაგვისპირი, 1804

არჩევა

კოტეჯი

შაორი ჰილსი

450 / ერთი ღამე

ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი, სოფელი თლუღი, 0404

არჩევა

კოტეჯი

პანორამა შილდა

200 / ერთი ღამე

ყვარელი, კახეთი, სოფელი შილდა, 4800

კოტეჯი - აღწერილობა

ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში მდებარეობს ხის ეკომეგობრული კოტეჯი. არის იზოლირებული. აქვს 2800კვმ. ეზო, რომელიც ასევე იზოლირებულია. შესაძლებელია 4ადამიანის განთავსება. ბავშვების სტუმრობა ჩვენთან არის უფასო. მათ ვისაც ჰყავს პატარა, მშობლის სურვილისამებრ შეგვიძლია დავახვედროთ მანეჟ საწოლი და სათამაშოები, რომელიც ასევე არის ეკოლოგიურად სუფთა. კოტეჯში არის ყველა საჭირო ინვენტარი, როგორც ჭურჭელი, ასევე თეთრეული. გარდა ამისა სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, გათვობა თუ გაგრილება. კოტეჯამდე მისასვლელი გზა არის სრულად გაკეთებული. აქ ასევე თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც არის გარე ტერიტორიაზე განთავსების ადგილი. ეზოში შეგიძლიათ შეწვათ მწვადი, ასევე არის გარეთ დასასხდომი სივრცხე. ჩვენ ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა ტიპის მასტერკლასი: ჩურჩხელა,მწვადი,ხინკალი,ხაჭაპური.

არჩევა

კოტეჯი

Sunset Cottage Kazbegi

400 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, გ. სააკაძის ქუჩა ნ11

არჩევა

კოტეჯი

A-Frame Rest-Art

280 / ერთი ღამე

ბათუმი, აჭარა, ანა კალანდაძის ქუჩა #86

არჩევა

კოტეჯი

Wood House Lagodekhi

360 / ერთი ღამე

ლაგოდეხი, კახეთი, ვაშლოვანის ქუჩა 125, 0027

კოტეჯი - აღწერილობა

WOOD HOUSE LAGODEKHI არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც მდებარეობს დაცულ ტერიტორიებთან ძალიან ახლოს,2 წუთი მანქანით და 10 წუთი ფეხით. WOOD სახლი ლაგოდეხი არის ორი, ლამაზი, მყუდრო, ეკოლოგიურად სუფთა ხის კოტეჯები საოცარი ხედით და საცურაო აუზით. კოტეჯები კეთილმოწყობილია. კოტეჯი აღჭურვილია გათბობა-გაგრილების სისტემებით და შესაბამისი ტექნიკით.არსებობს ა სამზარეულო, აბაზანა, საძინებელი. უნდა აღვნიშნო განსხვავება კოტეჯებს შორის, ერთ-ერთი მათგანია სტუდია სტილი და მეორეს აქვს იზოლირებული საძინებელი. უფრო მეტიც, ჩვენი ეზო დაჩრდილულია, მწვანე (ხილის ხეები), რაც მოიცავს ღია სივრცეს მწვადის აღჭურვილობით და სამზარეულოს სხვა ნივთებით. საცურაო აუზი არის ძალიან სუფთა და აუზის ზომა შეესაბამება სტუმრების რაოდენობას. ეს სამოთხეა! WOOD HOUSE LAGODEKHI არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც შექმნილია ახალგაზრდა წყვილის შრომითა და ძალით. თიკო და ბეგი ქართველ და უცხოელ სტუმრებს მთელი გულით მასპინძლობს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ქ რათა მათ გააცნოთ ამ საოცარი ტერიტორიის სილამაზე. ახლომდებარე ჩანჩქერები მსოფლიოში ცნობილი ეროვნული პარკები ლაგოდეხის ნაკრძალი ლაგოდეხი მდებარეობს გულში ქართული ღვინის ქვეყნის. თიკო და ბეგი ლაგოდეხიდან გელოდებით....

არჩევა

კოტეჯი

პორტო გუმათი

250 / ერთი ღამე

ქუთაისი, იმერეთი, სოფელი გუმათი, 4600

კოტეჯი - აღწერილობა

პორტო გუმათი არის გლემპინგ კომპლექსი რიონის ხეობაში; მთაზე დაკიდებული 10 კოტეჯი, საუნა მცირე აუზით; სანაოსნო საშუალებები (ნავები და მოტორიანი ნავი); ღია ტერასა წყლის პირას და დახურული სივრცე კვებისათვის; სადღესასწაულო ცერემონიები; თევზაობა.

არჩევა

კოტეჯი

კოტეჯი ტვიში

160 / ერთი ღამე

ცაგერი, რაჭა-ლეჩხუმი, ტვიში, 5109

არჩევა

კოტეჯი

ვაიო რეზორტი

270 / ერთი ღამე

ქედა, აჭარა, სოფელი ვაიო, 6100

არჩევა

სასტუმრო

Kazbegi Inn

120 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, ალიბეგაშვილის ქუჩა 5, 4700

სასტუმრო - აღწერილობა

თუ ეძებ მყუდრო ადგილს განტვირთვისთვის და ამავდროულად, გსურს ლამაზი ხედით ტკბობა, მაშინ გვეწვიე Kazbegi Inn -ში.

არჩევა

კოტეჯი

Misty Rocks Kazbegi

350 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, ჩახრუხაძის ქუჩა 2, 4700

კოტეჯი - აღწერილობა

Misty Rocks Kazbegi შედგება 3 კოტეჯისგან, სამივე ერთმანეთის მსგავსია.თითოეულში თავსდება 2+2 სტუმარი. ( საძინებელში ორი და დივანზე ორი ) კოტეჯი აღჭურვილია სამზარეულოთი და ყველა საჭირო ნივთით. გვაქვს პარკინგი, მაყალი.

არჩევა

სასტუმრო

ბროწეულები

150 / ერთი ღამე

ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა, 0400

არჩევა

კოტეჯი

გარემო

290 / ერთი ღამე

ამბროლაური, რაჭა-ლეჩხუმი, სოფელი სადმელი, 0410

კოტეჯი - აღწერილობა

შეიქმენი შენი ზღაპრული გარემო "გარემოში". გარემო აერთიანებს 4 კოტეჯს, ესენია: სხვანაირა, ხეზე, სხვენი და მწვანე ოთახი.

არჩევა

კოტეჯი

ყაზბეგი ინნ კოტეჯები

600 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, სამება, 4700

არჩევა

სასტუმრო

მთის კურორტი "განთიადი"

150 / ერთი ღამე

ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, სოფელი ცემი, 1208

სასტუმრო - აღწერილობა

„მთის კურორტი განთიადი“ მდებარეობს ბორჯომის პარკიდან 11 კილომეტრში, ბაკურიანის მთის ფერდობზე, სოფელ ცემსა და ტბას შორის. განთავსებულია ბუნებრივ ტყეში და მიეკუთვნება საშუალო მთის კლიმატურ კურორტებს. ცემი განთქმულია ჟანგბადით გაჯერებული, განსაკუთრებულად სუფთა ჰაერით, რაც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ორგანიზმის აღდგენით პროცესებს. კურორტი აერთიანებს 70-ნომრიან თანამედროვე სასტუმროსა და 4 ჰექტარ კერძო ტყე-პარკს. სასტუმროს აქვს ღია აუზი, საკონფერენციო დარბაზი, კალათბურთის მოედანი, საბავშვო ოთახი, ლაუნჯ-ბარი და რესტორანი. ტერიტორიაზე მოწყობილია საბავშვო ზონები და სარეკრეაციო დანიშნულების გასართობი სივრცეები. ეზოში ნახავთ როგორც ბუნებრივი ტყის მასივს, ასევე - ხელოვნურად კულტივირებულ ხეებსა და მცენარეებს. გარემო გათვლილია საოჯახო დასვენებისთვის, საქმიანი და სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის, ტურისტული ჯგუფებისთვის. ცემიდან ადვილად ხელმისაწვდომია სამცხე-ჯავახეთში მდებარე მრავალი საინტერესო ტურისტული მარშრუტი - მათ შორის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, რაბათის ციხე, მწვანე მონასტერი, აბასთუმანი და სხვა.

არჩევა

კოტეჯი

Nest • ნესთ

280 / ერთი ღამე

ხელვაჩაური, აჭარა, აგარა I ჩიხი, 6400

არჩევა

კოტეჯი

კოტეჯი აჩხოტში

100 / ერთი ღამე

სტეფანწმინდა (ყაზბეგი), მცხეთა-მთიანეთი, აჩხოტი

კოტეჯი - აღწერილობა

აჩხოტში კომფორტული, ლამაზი და კარგი აურის მქონე კოტეჯი ელოდება თავის საყვარელ სტუმრებს.

არჩევა

payment methods
////////// filter rooms by free date range