სულ: მოიძებნა 1 შეთავაზება

კოტეჯი

ქედი

200 / ერთი ღამე

ონი, რაჭა-ლეჩხუმი, სოფელი უწერა, 3608

კოტეჯი - აღწერილობა

ქედი კოტეჯები მდებარეობს სოფელ უწერის ერთ-ერთ ულამაზეს და მშვიდ ადგილას. სახელი ქედი სწორედაც რომ მის ადგილმდებარეობას და მის წინ მდგარ ულამაზეს ბროლის ქედს უკავშირდება. ქედის კოტეჯებში ყველაფერია თქვენი მშვიდი და ჰარმონიული დასვენებისათვის, აქ დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა. ულამაზესი ხედები ბროლის და კავკასიონის ქედებზე, მშვიდი და გამწვანებული გარემო რაც თქვენს დასვენებას და მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან გატარებულ თითოეულ წუთს კიდევ უფრო სასიამოვნოს და განუმორებელს გახდის. კურორტ უწერის ულამაზეს ბუნებას და ხედებს გულგრილი არ დაუტოვებია ჩვენი დამსვენებელი. ცოტა რამ კურორ უწერის შესახებ: მთის ბალნეო-კლიმატური კურორტი უწერა ზემო რაჭაში, ონიდან 10 თბილისიდან კი 230კმ-ში მდებარეობს. იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5 °C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C). სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-კარბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის) და საშარდე სისტემის დაავადებები.ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი - მაის-ოქტომბერი. მდებარეობა: დიდი კავკასიონის მთავარი (წყალგამყოფი) ქედის სამხრეთი ფერდობი, მდინარე რიონის ხეობა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა და სამი ტიპის მინერალური წყალი: ნახშირმჟავა, რკინიანი, ბორიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიანი) მინერალური ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით სამკურნალო ჩვენებები: საჭმლის მომნელებელი (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის) და საშარდე სისტემის, ზედა სასუნთქი გზებისა და გინეკოლოგიური დაავადებები, სისხლნაკლებობა, სუნთქვის უკმარისობის პირველი ხარისხის ან მის გარეშე მიმდინარე მსუბუქი ბრონქული ასთმა. სოფლის სახელის წარმოშობა დიდ ქართველ მეფეს, თამარს უკავშირდება: თურმე თამარი თავისი ამალით სამეფოში მოგზაურობდა. რაჭაში ასულს უწერაში შეუვლია და მისი სილამაზით მოხიბლულს უთქვამს: რა აღუწერელი სილამაზეაო. როგორც ამბობენ, `აღუწერელმა~ დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა და `უწერა~ შემორჩა. სოფელს თავს დაჰყურებს დედაკვინი, იგივე ბროლის მთა, სადაც კრისტალური მთის ბროლის ნატეხები მოიპოვება. უწერაში მიწის ზედაპირზე 28 სახის ბუნებრივი მინერალური წყალი ამოდის. დღეს უწერის მინერალური წყლები გამოიყენება როგორც სასმელად, ისე აბაზანებისთვის. სამკურნალო ეფექტი აქვს კურორტის ულამაზეს წიწვოვან ნაძვნარსა და შერეულ (ნაძვი, სოჭი, მუხა, წიფელი, რცხილა, წაბლი და სხვ.) ტყეებს.

არჩევა

payment methods